ავტორი-მერ'ფი-

კალანდა

უპრიკინებდა მაჭახელასო გურული. მოდისო კალანდა! ექო დაშლილი, მთას მოსხლეტილი აზანზარებდა გასანთლული ქაღალდის სარკმელს! ბწკალა მიდგმული, ჯოხს დაყრდნობილი ბერიკაცივით, თავზე ოჭვათო, ​ ცინკის ყაბალახ​ შემოხვეული, წაფერდებული ჩალის ზვინებით, ზვინებთან ჭურით, ჭურთან ნალიით. ნალიის ძირში ჩამოკიდული გიდელის რწევით, საცხა მთის წვერზე შესკუპული ციხე კოშკივით, კოლხეთის დაბლობს გაჰყურებდა ​გურული ოდა. გარეთ...

რა მნიშვნელობა აქვს?!

   უცნაურად ლამაზი არსება, რომელიც ეს-ესაა გამოვიდა საჭუპრე პარკიდან, ფოთოლზე დაცურდა და მიწას გულაღმა დაეცა . ბევრი ეცადა ,მაგრამ ვერ გადმობრუნდა და ასე დარჩა გადახურებული მზის გულზე შუადღის ხვატში. და სანამ კარგად გამოშრებოდა და იცოცხლა, ერთხელ მოასწრო და მზის, ცისა და ბალახების დანახვა შეძლო… ეს შეძლო მხოლოდ…   ბედი არ გინდა? სულ რაღაც სანტიმეტრები აშორებდა ჩრდილს, იქ რომ...

შენი შვილი…

   ვიცი ძალიან მტკივნეულ და დელიკატურ თემას ვეხები, ძალიან დიდი უმრავლესობა, ვინც ემიგრაციაშია, მატერიალურადაც ეხმარებიან თავიანთ ოჯახის დარჩენილ წევრებს და არა მარტო მათ, მაგრამ ფული და ქონება ვერ ცვლის იმ ტკივილს, რაც ახლობლის სიშორით არის გამოწვეული, მით უმეტეს შვილის სიშორით. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებმაც საერთოდ უარყვეს სამშობლოც, დედაც და არც მატერიალურად ეხმარებიან მათ. სწორედ...

როცა აყვავდება ნუში

როცა აყვავდება ნუში,
სულში აყვავდება ია.
როცა სიყვარული გულში,
გვრძნობ, რომ მახედ დაგიგია.
ჩუმად, გაზაფხულის თოვა,
ფიფქი, ყვავილების ცვენა.
გულზე დაეგება მდელოს,
როგოც სიყვარულის ენა.
– მერ’ფი-

ცისფერი პლანეტა

ცისფერი პლანეტა, სიცოცხლის აკვანი, იცვლება საოცრად ჩუმად. ჯვარცმული მსოფლიო ტანჯული ომებით არ გვეყო? ნეტა რას ვდუმვართ!? ოი და მზე, ჩაქრება ცხოველი, ეს ხანა სხვა ზომებს ქარგავს. სულ რაღაც წამებში გაწყდება ყოველი, შევერწყმით კოსმიურ ნაგავს. ატომურ ქარცეცხლში ღრიალებს ეპოქა, კოშმარულ ხილვებში ბორგავს. სულ ერთი ბრძანება დასასრულს ეყოფა და ბირთვულ სოკოებს მორგავს. ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დედამიწაზე...

ცივი ჯუნგლების კანონი!

დაიწყო ცივი ზამთარი,
ხეებს დასცვივდა ფოთოლი.
მიდი ნიბლია, ჰარო!..
გზად ფანტელების ფარჩა.
სადღაც ქარბუქი ძლიერი.
ყინვა დაიგო ხევში…
გააფთრებული აფთარი,
ამ სტიქიაში ობოლი ,
დახლართულ გზებზე ხარო ,
სამარადისოდ ჩარჩა!
ისე ხარხარებს მშიერი,
იგრძნო ვერ ავა ზევით.
სვავი დაჰყურებს და უცდის,
როდის გახდება ლეში.
სხვისი შემჭმელი ხშირად,
სხვას უვარდება ხელში.
ცივი ჯუნგლების კანონი,
ასე განაგებს ტყეში.

ჩემი ნატვრა

ბახის ჭკუა მომცა,                                                                                                                                მოცარტის სიფაქიზე,                                                                                                                              შოპენის მელოდია,                                                                                             ...

შენს გაჩენაში

შენს გაჩენაში არის მისტიკა.                                                                                                                        შენს გაჩენაში არის შემთხვევა,                                                                                                          როდესაც წამი იმ დროში ჯდება,                                                                                         ...

შენ

შენ პატარა თაიგული,                                                                                                                      აყვავებულა ვარდი,                                                                                                                          გაზაფხულია სულში.                                                                                                         ...