ავტორი-მერ'ფი-

ჩემი სიტყვების ნაირფეროვნება …

ჩემი სიტყვების ნაირფეროვნება,
თქვენთან საუბარებში იშვა.
მაგრამ ვის რას ვარგებ,
ჩემი უძლურებით,
გულში ამიტანა შიშმა!..
ვინმე გამამხნევებს, მეტყვის:
– არა! საჭირო ხარ ჩემთვის! -?
მე კი დავიღალე კმარა,
მხოლოდ იმედი მაქვს ღმერთის.
ზეცის კარიბჭე და
დაბლა ცის ქვეშეთი
მუდამ სავსე იყო თალხით…
ყველგან ვაჭრობაა,
ყველგან ფული მეფობს,
მიწა გადაივსო ხალხით,
ვისაც სწყურია და
ვისაც მართლა შია,
ქრისტე მათშია და
… საქმეც ამაშია!
-მერ’ფი-

წმინდა გიორგი…

წმინდა გიორგი სახეა
ქრისტეს ერთგული მხედარის.
თვით აღესრულა,
ღვთის რწმენით,
მორწმუნეთ მცველად,
მხედ, არის!
სვედ არის,
ლახვროს ურჩხულთა,
უფრსკულთა ზედა
მზედ არის!..
ცეცხლისგან რაში უკაზმავს,
უკუნისამდინ ზედ არის!
-მერ’ფი-

შენ გაიმარჯვე ნაზარეველო!

შენ გაიმარჯვე ნაზარეველო!
​გოლგოთას, ჯვარზე, აიტანე,
​რაც ვერ ზიდა კაცობრიობამ…
​შენ შეეწირე შესაწირად
ყოველთა სულთა.
​ყოველთა სულთა ნუგეშო
​და დამზავებელო…
-მერ’ფი-

მტერი, მოსული …

მტერი, მოსული,
შენს მიწაზე ასე გულადობს,
და შენ რაი გჭირს,
რომ სოროს ეძებ და ელაჩრები?!.
ხმის ამოღებას თუ ვერ ბედავ
„ვაი თუ…“-ს შიშით,
ის მაინც ჰქენი,
რომ ავაზაკს ნუ ესარჩლები!..
მხარი მხარს მივცეთ,
გული გულს და დავითმინოთ
“თვალი თვალის წილ!“…
„კბილი კბილის წილ!“
ძმათა შორის არ სახვედრია.
გათითოკაცებულ ქართველობას
ძალა გვეცლება.
მტერი რომ გვიტევს
ვაჟკაცურად დასახვედრია!
-მერ’ფი-

ხილვა გასაოცარ წარსულზე

ეს იყო ხილვა, სადღაც, გასაოცარ წარსულზე, რომლის მსგავსი მომავალი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ნიშნები შეინიშნება უკვე. ვიმანები, პირამიდები, ნანო ტექნოლოგიები და ემ ძრავი ყველაფერში…კაცობრიობა ჰქონდა ენერგიის გადაცემის აბსოლუტური სხვა წყარო, თან იყო ინფორმაციის გადაცემის სხვა არხები (კვანტური დამოკიდებულება), რომლის დროსაც მეყსეულად ხდება ინფორმაციის გაცვლა და არა ორობითი (ბინარული) არამედ პრაქტიკულად უსასრულო, სუპერპოზიციური, გამოთვლითი მოწყობილებები ახდენდა ვირტუალური რეალობის მოდელირებას და შესაბამისად მომავლის პროგნოზირებას..
… იმ მომავლისა, რომელმაც კაცობრიობა თითქმის აღგავა მიწისაგან პირისა და დააბრუნა ეგრეთწოდებულ ქვის ხანაში…
ვინ იცის სად იყო შეცდომა დაშვებული და რატომ დადგა ის შედეგი, რაც დადგა!
წარსული დუმს, პირამიდები დგას და კაცობრიობა კვლავ მიექანება სამყაროსთან ერთად უსასრულობის ჯერ არარსებულ გზაზე…
-მერ’ფი-

კვირაცხოვლობა, კვირიაკე და თომას კვირა

კვირაცხოვლობა, კვირიაკე და თომას კვირა.
აღდგომის სწორფი კვირა დღე და საზრისის დილა.
ამ დღეს იხილა, მაცხოვარი, თომამ,.. სხეულით.
მის წინ დაეცა ხილვის კრძალვით დაოსებული…
– შენა ხარ თომა ვინც, მიხილე და მრწამე მასე,
ნეტარ არიან ვინც ვერ მხილა და მპოვა ასე!..
-მერ’ფი-

ვინც არ დაინდო ვაჟა და …

ვინც არ დაინდო ვაჟა და
ვინც არ დაინდო ნიკალა,
ვინაც ოქრო-ვერცხლს ემონა,
გულის გზა ამოიკალა.
ვინაც ფიც-ვერცხლი გატეხა,
უკადრებელი იკადრა,
დღეს თავი კიტრად რომ მოაქვს,
კიტრია კაპეიკადა!..
-მერ’ფი-