კატეგორიაესსე

რა მნიშვნელობა აქვს?!

   უცნაურად ლამაზი არსება, რომელიც ეს-ესაა გამოვიდა საჭუპრე პარკიდან, ფოთოლზე დაცურდა და მიწას გულაღმა დაეცა . ბევრი ეცადა ,მაგრამ ვერ გადმობრუნდა და ასე დარჩა გადახურებული მზის გულზე შუადღის ხვატში. და სანამ კარგად გამოშრებოდა და იცოცხლა, ერთხელ მოასწრო და მზის, ცისა და ბალახების დანახვა შეძლო… ეს შეძლო მხოლოდ…   ბედი არ გინდა? სულ რაღაც სანტიმეტრები აშორებდა ჩრდილს, იქ რომ...

პრესკონფერენცია კოსმოსურ თემაზე

რა არის ცოცხალი სამყარო დედამიწაზე? -მიკროსკოპულ სფეროს ზედაპირზე, უმცირეს ფენად გაჭიმული ჩანს არც ისე შორეული კოსმოსიდან. -ნუთუ გონიერი არსებები მხოლოდ დედამიწაზეა და მარტონი ვართ ამ სამყაროში? -დაუშვებელია მარტონი ვიყოთ, მაგრამ დასაშვებია, ასე იოლად, ანაც საერთოდ ვერ მოვძებნოთ ჩვენი სადარი გარშემო სივრცეში. -რატომ? -დედამიწაზე დროის ფარდაა გადაფარებული. იმის მიღმა, ჩვენ ხედვა არ შეგვიძლია...

პოლიტიკური თამაშების ასოციაცია

კაპიტალიზმი დომინოს თამაშს მაგონებს, რაც აიღე იმ რესურსით უნდა ითამაშო, თუ არა და ,,ბაზარში’’მოგიწევს წასვლა, იქ კი რა დაგხვდება ალბათობაზეა დამოკიდებული. სოციალიზმი უცნაური შაშია, თავიდან ყველა ფიგურა თანაბარია, სადაც ,,დამკაში’’ გასული ზოგჯერ თავისავე ფერის ფიგურებსაც კლავს. მონარქია ჭადრაკია. მეფეებითა და ჯარით. გენერლობის მხოლოდ რიგით ჯარისკაცს ეძლევა შანსი . ძირითადად კი ყველა ფიგურა მეფეს...

მედიტაცია

გაიხსნა!რაღაც შინაგანი მოძრაობით, შეწყდა დაძაბული ნერვის შეტოკება.სუსტი, მოცახცახე, ცისფერი სხივი, ჩაიქცა მთელ სხეულში.მილიარდობით ნაწილაკი, თავისი რითმით, განაგრძობდა სიცოცხლისათვის ბრძოლის მომქანცველ გზას. მილიარდობით მოლეკულა, ორგანიზებულად დაჯგუფებული, ქმნიდა ერთ მთლიან სხეულს, სხეულს რომელსაც ადამიანი ჰქვია.ამ ძალამ შეძლო აეწყო მექანიზმი, ამ ძალამ მოიყვანა სიცოცხლე მოძრაობაში და თვისებები...

იქნებ დღესაა ის დრო !!!

მთელი ცხოვრება მშვენიერი დროისთვის ვემზადებით. ვითმენთ და ვესწრაფვით, ვწირავთ უამრავ ლამაზ წუთებსა და ჯაფას არ ვიკლებთ იმ დროის დადგომის მოლოდინში. არადა ვინ იცის იქნებ სწორედ ესაა ყველაზე მშვენიერი დრო შენს ცხოვრებაში. და ისიც ისე გაივლის, რომ მომავლის მოლოდინით გაბრუებულმა, იქნებ ვერც შეიგრძნო მისი მობრძენება და არ დასდო ღირსეული ფასი !!!

თავის უფლება

ქონება არ არის მთავარი ბედნიერებისთვის. მთავარი არც ის არის, რომ რაც გინდოდეს ის გააკეთო. მთავარია, იმას რომ არ აკეთებ და არ გაკეთებინებენ, რაც არ გინდა! ეს დიდი ფუფუნებაა.თვით მეფეებსაც კი არ ქონდათ ამის საშუალება ხშირად… – .მეფე ხარ და ხამს! – მეფე ხარ და გევალების! – მეფე ხარ და სხვაგვარად არ გძალუძს !.. ეჰჰ რამდენ მეფეს უნატრია მდაბიოთა თავისუფლება ვინ იცის ? ასე რომ...

ვერსია

ვინ იცის იქნებ არსებობს ვარსკვლავი, რომელიც აფრქვევს სიცოცხლის სპორებს. და ეს ვარსკვლავი ღია კოსმოსში, და ეს სპორები სხვადასხვა მხარეს, და ეცემიან პირქუშ პლანეტას. იქნებ, და საწყის სიტყვას გამჩენის, ინფორმაცია მოჰქონდა მძლავრი. გაივლის წლები სინათლის ათვლის. ეკლესიაზე გუგუნებს ზარი. მიკროსკოპებით აღმოაჩინეს – თქმულებად ხალხში. ქრომოსომებში გართხმულიყო ვარიანტებად – იტყვიან მერე…...

ჩვენ ვართ მელოდია არაფერში ?!

ალბათ არსებობს ენერგია ან მათ შორის ჩვენთვის ნაცნობი ენერგიათა ნაზავი, რითაც ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ. მე სიცოცხლის ცეეცხლს ვუწოდებ. ეს არის რეაქციათა ნაკრები მოლეკულარულ. ატომურ და ვინ იცის იქნებ კვანტურ და ჩვენთვის უცნობ სხვა დონეებზეც. თუ ორგანიზმი უხეში შედარებით მოქმედებს როგორც აპარატურული ნაწილი, მაშინ გონება შესაძლოა შევადაროთ პროგრამულ უზრუნველყოფას. აპარატურის იმ ნაწილის...

შეშლილი

,,რა” დიდხანს მიდიოდა, ჩაბნელებული, უმთვარო სილუეტების გვერდით. მწუხრის გარემო პირქუშ დაწოლით ცდილობდა გაეტეხა სულის მდგრადობა. თვალცრემლიანი შესცქეროდა ადამიანებს, რომლებიც სადღაც ესწრაფოდნენ თავშესაფარს. ეს არ იყო კატასტროფა, ეს იყო იმპერიის ნანგრევებში მოყოლილი, დიდი ქალაქის დაწოლა საკუთარ მხრებზე…ეს იყო მაშინ.მაშინ სანთლებსაც ანთებდნენ. სალოცავად?.. მთავარი მიზანი სახლამდე...

ქარავანი

და მიდიოდა უდაბნოში ქარავანი. დაღლილი, ცხელი სუნთქვა იფრქვეოდა ირგვლივ სივრცეში. ადამიანებს ნატვრა ჰქონდათ ხვალინდელი დღის. ადამიანებს ჰქონდათ იმედი, გამდიდრების და გააღწევდნენ ამ უდაბურ სივრცეს. ერთფეროვანი გარემო, აიძულებდა მათ, შეეტანათ მტკიცე მოქმედების გეგმა და არსი მოძრაობაში.ზოგჯერ აქ წყალი უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე ოქრო. ოქროს ხვალ დაედება ფასი, იქ ბაზრობებზე. ერთად ერთი მცდელობა...