კატეგორიაიუმორისტული

არ ენდოთ ყურებს

… ადვოკატური აზროვნებით იმ დასკვნამდე მივედით, რომ , როცა პატივსაცემი პირი საჯაროდ თითქოს იგინება, სინამდვილეში აფრთხილებს ოპონენტს, რომ თუ კანონს დაარღვევ სამართალს მიგცემ თანამოაზრეებთან ერთადო . სიტყვა მოტყვევება (ტყვ..) დატყვევებას ნიშნავს. იგივე დაპატიმრებას. შემდეგ დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ ფორმა იცვალა და დღეს გვაქ ისე , როგორც გინებაში გვესმის . სინამდვილეში გინების ნაცვლად გაფრთხილებაა, ანუ: მიგიტყვევებ ( მოგიტყ…) კეთილებსო იგივეა, რაც ოპონენტის კეთილთა სამართალს მიცემით გაფრთხილება . ხალხო ღრმა ანალიზის გარეშე არ ენდოთ ყურებს .  🙂 )))
-მერ’ფი-

თუთიყუშის ამბავი

ერთი კაცი სანადიროდ,
რომ წავიდა ტყეში.
იხვის ნაცვლად თუთიყუში,
შერჩა თურმე ხელში.
ჩუმად გაჰყვა ბუჩქნარისკენ
უცხო ნაფეხურებს.
წრიპინა ხმით დაყვირება
შემოესმათ ყურებს.
დურაკ, დურაკ, გასჩხაოდა
თუთიყუში თალხზე.
შიშისაგან მონადირეს,
თმა დაუდგა ყალყზე.
საჭინკიეს ღელის პირას
იდგა მონადირე.
ალბათ ჭინკა მეძახისო,
ღმერთო მომაცილე!
თოფი სადღაც მოისროლა,
უცახცახებს ტანი.
ვიღას ახსოვს ნადავლი და
სახლში მისატანი.
დურაკ, დურაკ, გასჩხაოდა
თუთიყუში თალხზე.
შიშისაგან მონადირეს,
თმა დაუდგა ყალყზე.
P.S.
სიმღერა დაიწერა ნამდვილი ამბის მიხედვით. რომელიც შეემთხვა აწ გარდაცვლილ ბაბუაჩემის ძმისშვილს, კუკური ფირცხალაიშვილს. ნადირობის დიდი მოტრფიალე კაცი იყო, თბილისში მსახურობდა ხელმძღვანელ პოსტზე ერთ-ერთ ცნობილ ქარხანაში. ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში არის ღელე , რომელსაც საჭინკიეს ღელეს ეძახიან. გადმოცემით აქ ჭინკები, პატარა ეშმაკები ბინადრობდნენ. ხოდა ამ ღელეს აუყვა კუკური, რამე ფრინველზე წავინადირებო. შებინდდა რაღაცამ გადაუფრინა და თოფი ესროლა, დაჭრილი ფრინველი შორიახლო ჩამოვარდა ბუჩქნარში. კუკური მის მოსაძებნად და ასაღებად გაეშურა. ამ დროს დურაკ… დურაკ… მოესმა ხრინწიანი ხმა. კუკურის გააჟრჟოლა ტანში, თავი მიანება და სოფელში დაბრუნდა. ჭინკა შემხვდა მე მგონი მართლაო. მთელი სოფელი გამოეფინა , ჩირაღდნებით, თოფებით, ნაჯახებით შეიარაღებულნი. მიადგნენ იმ ადგილს და ისევ მოიმა: დურაკ… დურაკ…. ერთმანეთს გული გაუმაგრეს და გაეშურნენ საიდანაც ხმა ისმოდა და დაჭრილი თუთიყუში შერჩათ ხელში. თურმე ბათუმის ცირკს გამოქცევია.

მილეთის ამბები

1. აქით გორას გადვიხედე,
იქით გორი დიდია.
ბედის კრიალოსანი
ბეწვის ხიდზე ჰკიდია.
2. მეფის სასახლის ფულის ხეს
ორი სხვა ტოტიც აბია.
ერთს კორუფცია შეარქვეს,
მეორეს ჰქვია მაფია.
3. ბევრი ქვემძრომი ეცადა
მის ფოთოლცვენის ცქერასო.
სუყველა შემოეჭამა
თანდათან ბატონ მელასო!
4. ტურა, მგელი, თუ აფთარი,
დარში არის თუ ავდარში,
გზა და გზა ჩასაფრებულან,
როგორც ზვავები ზამთარში.
5. წვრილფეხი გაწყდა,
სხვებმა კი თავი ანებეს ომებსო.
უცხო ტრამალებს მიაწყდა,
ვინც გადაურჩა ლომებსო.
6. ფრთებ დადუნებულ არწივებს,
ქარი უმღერის ნანასა.
ზღაპარს უამბობს ბეკეკო,
თავზე რქებდადგმულ მამასა.
7. სარჩოს საძებრად წასული,
ეჭიდებოდა ხავსსაო.
ბულბულმა ფასი დაკარგა,
გაუთანაბრეს ყვავსაო.
8. ხვალინდელი დღის იმედით,
ჯორი ითვლიდა დღე-დღესო.
ამასობაში გრიგალმა
გადაუარა ხე-ტყესო!
9. გვალვა მოსულა ძლიერი,
გადაუწვია ბალახი.
ქარმა ღრუბლები მოყარა,
წვიმამ წუმპე და ტალახი.
10. მერე ზამთარი მოდგა და
მოჰყვა ნამქერის ამალა.
ქარბუქმა თავი აიშვა,
მზე რომ მზე არის დამალა.
11. იმ დროში ამ ტყის სასახლეს
დაედო ქვეყნის ვალები.
ამას ჩოჩრები გადიხდის,
დროა მოარგოთ ნალები!
12. კუმ ფეხი გარეთ გამოყო,
შევალამაზოთ კვალიო.
ხელმწიფეს ძეგლი დავუდგათ,
მტერს დავუყენოთ თვალიო.
13. ძეგლი კი არა,
აუგეს დიდი საწყობი მასაო.
კაჭკაჭი გაიძახოდა:
ხომ შეუერთეს ზღვასაო?!
მის ბრწყინვალება ამას გრძნობს,
რატომ ვერა გრძნობს მასაო?
14. სასახლის პალატებში კი
არეულობა სუფევსო.
მონარქის ტახტის დაპყრობა
გულში ჯავშნოშნებს უდევსო.
15. ხან მეფე თავის კუდს ებრძვის,
თანაც იყენებს მოწმედო.
ფრინველებს ჭკუას არიგებს,
– ჯობს დამიდექით მოძმედო!
16. თოვლმა თეთრ ფერში შეღება,
სულ ამომშრალი მდინარე.
ბევრი დაეცა მშიერი,
დათვი გადარჩა მძინარე.
მაინც ხელმწიფით ამაყობს
მომტირალი თუ მცინარე.
დასრულდეს!
ღმეთო გვაკმარე
ესე ამბავი ტყისაო.
არ ვიცი სულ დავიბენი.
სად არის გზები ხსნისაო.
ვარ ერთი მწირი მელექსე.
შევთხზე, გავრითმე ზღაპარი.
სანთელი უკვე ჩამდნარა,
დროა აენთოს ლამპარი.
ნეტავი გამატანია
ეს სუსხიანი ზამთარი.