კატეგორიაპოეზია

მერაბ ფირცხალაიშვილის პოეზია

ყვარლელებს ვაჟაც უნახავთ!

ყვარლელებს ვაჟაც უნახავთ, გამწარებულის სახითა, აქაც უვლია მგოსანსა წუთისოფელის დაღითა! ვერვინ უშველა მის სევდას, ხვედრმა ღარიბულ ატარა! ყვარელს რას ვერჩი,ვაჟასთვის, იყო სალხინო პატარა. დაჟამულ ყოფას მის სულში სიმწრის წვეთ-წვეთად აწვიმდა. სამშიბლომ, ბოლოს ვაჟასთვის, გამოიმეტა მთაწმინდა. წარსულს უფალი მიხედავს, ცოცხალს რა ვუყოთ იაო? როგორღა ვუთხრა ტურფასა კვლავაც, რომ ერჩის ჭიაო? ცოდვით დახშულა ამ...

ღმერთო იხსენი ყვარელი!

აწვიმს დურუჯის ხეობას,
ქარი ღრიალებს ხევში.
სულ ამოვსილა ნაშალით,
წყალსადინარი მთებში.
ხალხი აზრზედაც არ არის,
ვის რა მოელის დილით!
გათანგულია სოფელი,
დღიურ, დაღლილის ძილით.
ძალა მოწყდარი ჯებირებს,
ჯოჯოხეთური ძალის.
ცოფმორეული ღრიალებს,
წამონაშალი ღვარის.
მოდის და მოაქვს დინებას
ძლევამოსილი წყალი…
ღმერთო იხსენი ყვარელი!

ქვეყანას სახე არა აქვს

ქვეყანას სახე არა აქვს,
ხალხია ქვეყნის სტატუსი…
როცა უსახო ბევრია,
სამშობლოს იცავს განა ვინ?
დღეს შეიძლება კაცია,
სხვა დროში დარჩეს არავინ !

ქერის ორმოში …

ქერის ორმოში ჩავარდნილ ჭიანჭველასაც შიაო? სახლში წაღება რად უნდა რაც კი რამ ორმოშიაო?!… ასეა ადამიანი, გულს უჭამს დარდის ჭიაო, რაც უნდა ბევრი იშოვოს, – სულ უფრო მეტად მშიაო … ჭიანჭველასთვის ის ორმო ძმათთათვის საკვებიაო, კაცსა კი დიდი სიმდიდრე გულსა ფხანს, განცდებშიაო. სხვებს უნდა სძლიოს ამგვარად სხვაობაც ამაშიაო! … ჭიანჭველას ძალა მომცა, ენერგიის საწყობიო. ქერის ორმოს...

ფერმკრთალი უხვი საქართვლო

ფერმკრთალი უხვი საქართველო
სულს ღაფავს ისევ!
ისევ ბრძოლაა მოსაგები,
მერე რამდენი ?!
სადღაა გმირი, გამარჯვების
ეშხის მომტანი.
და ღვთაებრივი სიყვარულის
ცრემლით დამდენი…
ფრთხილად!
ბოროტ ხელთ ხელთ უპყრიათ ჩვენთა გრძნობები.
მათი ბაგიდან მოდის ძალა
ცეცხლის გამჩენი.
გადაარჩინეთ საქართველო,
ბრძოლებში ნუ ჰკლავთ!
გადაარჩინეთ საქართველო,
ერი ქართველი !!!

ფაზისი

ფაზისი,                                                                                                                                                  ძველად, ასე ამბობდნენ,                                                                                                                      ტახტევანია  მზის!..                                                                                       ...

უხილავი

ტყუილად ეძებენ, ეს არ მომხდარა, და რომ მოხდება იტყვიან მერე. მესიას ადარებენ, ზოგი – სატანას. და შეცდებიან მორთმეულ ძღვენზე. არსებოს ერთი. ორი ბევრია. ისე მრავალია როგორიც უხვი. უკვე შედარება შესაძლებელია. ერთი, მხოლოდ ერთი, ერთია უტყვი. თავად უჩინარი ყოვლის მსახველი. ისე ახალია , როგორც დაბადება და ძველი! სადაც გაიხადავ მისი სახელია, მაგრამ ვერ გამოთქვავ. ან რას ადარებენ ან ვის უნახავს...

უსახელო ვარსკვლავი

სიყვარულს დავეძებ ქვეყნად,                                                                                                  ვარსკვლავებს დავეძებ ცაში.                                                                                                                    ღამეებს ვათენებ თეთრად,                                                                                                             ...

უსასრულო

ჩემს თვალებში ჩაქცეული სინათლე, ჩემს ყურებში ჩახვეული ბგერები. ქარის მიერ მოტანილი სიმართლე, შეგრძნებათა ათასგვარი ფერები… აი ვინ ვარ. და სხეულით ვსარგებლობ. გული ჩემი, ჩემი ტვინის ძალაა. უსხეულო სიცოცხლეზე ვფიქრდები, სხეული ხომ, გავა დრო და არაა.. და დაშლილი, მიფანტული ძვლები. ბოლოს ისიც ნაწილებად იშლება, სამყაროსაც დაშლის ბოლოს წლები. ამ დროს აღარც დედამიწა იქნება, აღარც მზე და აღარც...