კატეგორიასხვა

კალანდა

უპრიკინებდა მაჭახელასო გურული. მოდისო კალანდა! ექო დაშლილი, მთას მოსხლეტილი აზანზარებდა გასანთლული ქაღალდის სარკმელს! ბწკალა მიდგმული, ჯოხს დაყრდნობილი ბერიკაცივით, თავზე ოჭვათო, ​ ცინკის ყაბალახ​ შემოხვეული, წაფერდებული ჩალის ზვინებით, ზვინებთან ჭურით, ჭურთან ნალიით. ნალიის ძირში ჩამოკიდული გიდელის რწევით, საცხა მთის წვერზე შესკუპული ციხე კოშკივით, კოლხეთის დაბლობს გაჰყურებდა ​გურული ოდა. გარეთ...

ამ ჩემს ცხოვრებას …

საღამოს ცაზე, მზის ბოლო სხივებს, როცა დაფარავს მიწის სიმრუდე, ციურ გუმბათზე ვარსკვლავთ მასივებს, თითქოს დაერღვათ ძველი სიმყუდრე. აი კომეტა, ხილული თვალით, სტუმარი შორი, მოულოდნელი. ზემოდრეკილი ნათელი რკალით, წავა და შთანთქავს შავი ქვესკნელი. მე ჩემს ფიქრებში კომეტას ვტოლობ, ნოოსფეროსკენ მივექანები, გარს მეხვევიან, თუმც ვიწვი, ვბრძოლობ, უჩინ-მაჩინის ბნელი ქანები. ამ ჩემს ცხოვრებას კომეტას ვადრი...

აკვნესებს დღეს სიონი ზარს !!!

დედამიწაზე ჯვარს ეცვა, დედამიწაზე ეწამა. რომ სიყვარული გვცოდნოდა მის ხსნით… აკვნესებს დღეს სიონი ზარს, სიონი უხმობს ცოდვილ მოყვას ერს, დღეს თავად ქრისტე გაეკრა ჯვარს, როგორც ცოდვილი მეფეს მოჰგვარეს… სიყვარულისთვის ჯვარს ეცვა, ავაზაკივით ეწამა, რომ დავუტევოთ ცოდვები მის ხმით… აკვნესებს დღეს სიონი ზარს, სიონი იხმობს ცოდვილ მოყვარეს. რომ, თავად ქრისტე გააკერეს ჯვარს, კვლავ...

დღეს იესო ჯვარს აცვეს …

გაქცეული ბიჭებით დავსებული უბნები. ეკლესიის კართან კი მომლოდინე მადლი. ცხრა მთას იქით წასული. დაქანცული დედები. ათასგვარი სატკივრით სავსე მათი დარდი… დღეს იესო ჯვარს აცვეს, ზეგ აღდგომაც მოვა. დასრულდება მარხვა და დამთავრდება გლოვა. ხვალ მაცხოვრის საფლავთან, კვლავ გადმოვა ცეცხლი. თუმცა არსად გამქრალა ოცდაათი ვერცხლი… გავსებულა უბნები, სხვას შემყურე ბიჭებით. საკურთხევლის კართან კი უფალს...