კატეგორიასხვა

ეროვნულობა მხოლოდ მაშინ არის უპირატესი …

ეროვნულობა მხოლოდ მაშინ არის უპირატესი, თუ დადებითი ნიშის მატარებელია და არსით არ ეწინააღმდეგება ზოგადსაკაცობრიობოს …
-მერ’ფი-

ახლა არ ვიცი მარა…

ახლა არ ვიცი მარა… 2008-ში რუსის თვითმფრინავმა , რომ გადმოუფრინა ლანჩხუთს: – უი აი დაგვიბომბია უკვეო და ბომბი ვერ გეიმეტა, ბომბი უფრო ძვირი ღირდა , ვიდრე ის რაც ლანჩხუთში დასანგრევი დარჩათ იმ დროში… 😁
-მერ’ფი-

შეცდომები…

შეცდომები არა ამობეჭდილ ფურცელზე, არამედ თავში უნდა გასწორდეს და მერე კომპიუტერში, (საიდანაც ინფორმაცია მოდის თუ რა უნდა დაიბეჭდოს), თორემ ისევ შეცდომებით ამოიბეჭდება ყოველი ახალი ფურცელი!
როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ: „კოკასა შინა რაც არის, იგივე გადმოდინდებისო!“
-მერ’ფი-

ამ პირბადეებს…

ამ პირბადეებს,რომ ცხვირ-პირბადე დავარქვათ, არა? 😅 უმეტესობას ცხვირი არ აქვს დაფარული და იქნებ ასე მაინც მიხვდნენ, და ნიკაპზე რომ აქვთ „ნამორდნიკივით“ ამოდებული, ე მაგის ფუნქციას მთლად ვერ ვიგებ 😄
ისე ნეტა ასე ცალყბა პრევენცია თუ რამის მომტანია, არ მესმის რატომ ვიგდებთ კომიკურ ვითარებები თავს!
-მერ’ფი-

ერთადერთი ჭეშმარიტი ოპოზიცია…

ერთადერთი ჭეშმარიტი ოპოზიცია ეს არის ერთ მუშტად შეკრული ხალხის სამართლიანი ხმა! სხვა ოპოზიცია არჩევანია ცუდსა და უარესს შორის!
-მერ’ფი-