კატეგორია

სხვა

შეცდომები…

შეცდომები არა ამობეჭდილ ფურცელზე, არამედ თავში უნდა გასწორდეს და მერე კომპიუტერში, (საიდანაც ინფორმაცია მოდის თუ რა უნდა დაიბეჭდოს), თორემ ისევ შეცდომებით ამოიბეჭდება ყოველი ახალი ფურცელი!
როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ: „კოკასა შინა რაც არის, იგივე გადმოდინდებისო!“
-მერ’ფი-

ამ პირბადეებს…

ამ პირბადეებს,რომ ცხვირ-პირბადე დავარქვათ, არა? 😅 უმეტესობას ცხვირი არ აქვს დაფარული და იქნებ ასე მაინც მიხვდნენ, და ნიკაპზე რომ აქვთ „ნამორდნიკივით“ ამოდებული, ე მაგის ფუნქციას მთლად ვერ ვიგებ 😄
ისე ნეტა ასე ცალყბა პრევენცია თუ რამის მომტანია, არ მესმის რატომ ვიგდებთ კომიკურ ვითარებები თავს!
-მერ’ფი-

ერთადერთი ჭეშმარიტი ოპოზიცია…

ერთადერთი ჭეშმარიტი ოპოზიცია ეს არის ერთ მუშტად შეკრული ხალხის სამართლიანი ხმა! სხვა ოპოზიცია არჩევანია ცუდსა და უარესს შორის!
-მერ’ფი-

როგორ მოხვდი გალიაში?…

ყვავი: – როგორ მოხვდი გალიაში?
თუთიყუში: – გამოთქმა ვისწავლე …
P.S.
რამდენიც გინდა იჩხავლე, იჩხავლებ და მორჩა,ძაღლად არავინ ჩაგაგდებს,არც გალიაში ჩაგაგდებს…აქშიო გეტყვიან ბოლოს!
-მერ’ფი-