მერაბ ფირცხალაიშვილი

მწერალი და კომპოზიტორი

ახალი ნამუშევრები

ჩემო მფარველო და ჩემო ანგელოსო …

ჩემო მფარველო და ჩემო ანგელოსო,
​ვგრძნობ რომ უფალია ჩემში…
ისე მაქანავებს ჩუმი ბედისწერა
​როგორც, ზღვის ტალღები გემში.
უტყვად სცოდნიათო გრიგალთ გატაცება,
უხვად ქართატეხა მთებში.
გულში გაელვება, სულში გარდატეხა,
თეთრად შეჭირხლება თმებში…
მერე სიბერეა, ბრძნული უძლურება,
ბოლო უსასრულო ხევში.
​ჩემო მფარველო და ჩემო ანგელოსო,
მოდი დაემკვიდრე ჩემში.
-მერ’ფი-

ადამიანის სხეულის თითეულ უჯრედში…

ადამიანის სხეულის თითეულ უჯრედში (ასეთი კი მილიარდობითაა) მთელი ქალაქია მოთავსებული, თავისი ინფრასტრუქტურითა და ფაბრიკა-ქარხნებით…
ახლა მაინც დაფიქრდი, თუ ვინ ხარ შენ ადამიანო!
-მერ’ფი-

ქართველი სულით მეფეა!

ქართველი სულით მეფეა,
ჯარის, ქონების გარეშეც!..
მიტომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს,
ვახარებთ მომხდურს,
​გარეშეს?..
ბევრი ვაჟკაცი მუხთლობით
უცხო მხარეში გარეკეს,
ბევრჯერ დავკარგეთ სამშობლო,
განგაშის ზარი დარეკეს!
​მაინც ფერფლისგან ავღსდექით,
​მაინც არ ქრება სანთელი…
​ქართველთ სხვა ვინ რას დააკლებს,
​თუ არა ისევ ქართველი!
-მერ’ფი-

სამი მხარე აქვს სამარეს…

სამი მხარე აქვს სამარეს,
სიღრმე, ​სიგრძე და სიგანე.
სული მეოთხეს ელტვის და
სამოთხე არის ის მხარე!..
​ჰო და სანამ ხარ ცოცხალი,
​შეცანი და იხარე…
-მერ’ფი-

მეც მაქვს ოცნება…

მეც მაქვს ოცნება მარტინ! მეც მაქვს ოცნება უანგაროდ ვემსახურო კაცობრიობას და თითოეული ადამიანიც უანგარო იყოს კაცობრიობის წინაშე…
-მერ’ფი-