ტეგი

სახვედრია

მტერი, მოსული, შენს მიწაზე ასე გულადობს…

მტერი, მოსული,
შენს მიწაზე ასე გულადობს,
​და შენ რაი გჭირს,
​რომ სოროს ეძებ და ელაჩრები?!.
​ხმის ამოღებას თუ ვერ ბედავ
​„ვაი თუ…“-ს შიშით,
​ის მაინც ჰქენი,
​რომ ავაზაკს ნუ ესარჩლები!..
​მხარი მხარს მივცეთ,
​გული გულს და დავითმინოთ
​“თვალი თვალის წილ!“…
„​კბილი კბილის წილ!“
ძმათა შორის არ სახვედრია.
​გათითოკაცებულ ქართველობას
​ძალა გვეცლება.
​მტერი რომ გვიტევს
​ვაჟკაცურად დასახვედრია!
-მერ’ფი-